Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი თეოლოგი კათოლიკური „კარიტასის“ სამწყსო მსახურებაში - მირიან გამრეკელაშვილი 


გადმოწერა

მირიან გამრეკელაშვილი ბავარიაში ცხოვრობს, იქ დაიცვა სადოქტორო თემა. მიუნხენში მოიკიდა ფეხი ოჯახთან, ცოლსა და გოგონასთან ერთად. თეოლოგის დოქტორი, მკვლევარი, კათოლიკური ეკლესიის „კარიტასად“ წოდებულ სოციალურ სამსახურში სოციალური მუშაკია, მისი ძირითადი საქმიანობა უცხოეთიდან ჩასულ ადამიანებზე ზრუნვაა.

პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, სხვათა შორის, უამბობს, რატომ არის სოციალური ხარჯებისთვის ფულის გაღებაზე უარი გერმანიაში „საკუთარი თავის ადამიანობისგან განძარცვა“.

მართალია, სადოქტორო ნაშრომი მოამზადა და დაიცვა კათოლიკურ უნივერსიტეტში, ის რჩება მართლმადიდებელ თეოლოგად, კვლევის საშუალება ჰქონდა და აქვს, მაგრამ კათოლიკურ სასწავლებელში პედაგოგად ვერ მიიღებენ.

თუმცა, ამავე ეკლესიის წიაღში სამწყსო მსახურებას წინ არაფერი უდგას.

XS
SM
MD
LG