საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამი დღით გახსნეს მოსაბრუნის (რაზდახანის) ე.წ. გამშვები პუნქტი, რომლითაც ოკუპირებულ ახალგორსა და წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ადამიანები სარგებლობენ.
ჰაკერული ჯგუფი „ანონიმუსის“ განცხადების შემდეგ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საიტზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ვებსაიტის მუშაობა აღდგენილია.
საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები სულ უფრო მწვავე ხდება „ქართული ოცნების“ მიერ „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნების გამო დაწყებული მასშტაბური პროტესტისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფონზე.
ჩამოტვირთე მეტი