რეზინის ტყვიები, მუშტები სახეში, მიწაზე თრევა, მოულოდნელი თავდასხმა და დაკავება - ათეულობით ადამიანი დაშავდა, 30 აპრილს, 1 და 2 მაისს, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, რომელიც პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია.
ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი იმ 60-ზე მეტ ადამიანს შორისაა, რომლებიც ბოლო ორ დღეში პოლიციამ აქციის დროს დააკავა. ჯონასი გვიყვება, რომ სულ მცირე ათმა რობოკოპმა ჯერ სცემა, შემდეგ კი დიღომში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
დემონსტრანტები ახლა რესპუბლიკის მოედანზე არიან და გზას განაგრძობენ.
კრემლის პროპაგანდა ერთხმად ამტკიცებს, რომ 1 მაისს ქართულმა პოლიციამ პარლამენტის შტურმი აღკვეთა. ისინი აქებენ „ოცნებას” ქვეყნის „სუვერენიტეტის” დაცვისთვის და დემონსტრანტებს „გრანტიჭამიებს” ეძახიან.
29 აპრილს პარლამენტის წინ წარმოთქმულ თითქმის 20-წუთიან სიტყვაში ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთში აურია როგორც მტერი და მოყვარე, ასევე ტერმინები, ფრაზები და ციტატები, ილაპრაკა ქვეყნის ინტერესების ღალატისა და პატრიოტიზმის ნიმუშებზე უკიდურესად ტენდენციური ინტერპრეტაციით.
ჩამოტვირთე მეტი