Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრული მხარდაჭერა ყველა ქართველს, ვინც ევროპულ მომავალს პირველ რიგში აყენებს - შარლ მიშელი კობახიძეს


შარლ მიშელი ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა
შარლ მიშელი ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - დაწერა შარლ მიშელმა X-ზე 3 მაისს.

„ცოცხალი დებატები არის [დემოკრატიული საზოგადოების] ქვაკუთხედი და ამჟამად ნამდვილი დიალოგია საჭირო. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი“, - აცხადებს შარლ მიშელი.

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს.

ევროკავშირი და აშშ გმობენ კანონპროექტს და აცხადებენ, რომ მისი მიღება საქართველოს ხელს შეუშლის ევროინტეგრაციაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG