Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: უკრაინელების უკან დახევა რუსეთს არ მოუტანს ოპერატიულად მნიშვნელოვან სწრაფ გარღვევას


უკრაინის თავდაცვის ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 28 აპრილს დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე პოზიციიდან უკან დაიხიეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 28 აპრილს დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე პოზიციიდან უკან დაიხიეს.

დონეცკის ოლქის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან უკრაინელი სამხედროების უკან დახევას რუსეთის ძალებისთვის სწრაფი ტაქტიკური შენაძენი არ მოუტანია. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს(ISW). ცენტრის ექსპერტები არ მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეძლებს ოპერატიულად მნიშვნელოვან გარღვევას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 28 აპრილს განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია გამწვავდა, მოწინააღმდეგე უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთი მიმართულებით ტაქტიკური წარმატება აქვს. გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება დონეცკის ოლქში, ავდეევკის და მარინკის რაიონებშია, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს დასახლებული პუნქტებიდან ბერდიჩევიდან, სემენოვკიდან და ნოვომიხაილოვკიდან. სირსკიმ უკან დახევის მიზეზად დაასახელა უკრაინის დამცველთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთს ავდეევკის მიმართულებით, სავარაუდოდ, ისევ ექნება ტაქტიკური წარმატებები და უკრაინის არმიის სარდლობამ შესაძლოა, კვლავ მიიღოს უკან დახევის გადაწყვეტილება, თუ სხვა ტაქტიკურ პოზიციებს საფრთხე შეექმნება, თუმცა უკრაინის ძალებს შეუძლიათ რაიონის გეოგრაფიული თავისებურებები გამოიყენონ რუსეთის არმიის წინსვლის შესანელებლად.

XS
SM
MD
LG