ის 52 წლის იყო. რამაზ გოგობერიშვილმა სპორტული კარიერა რუსთავის საკალათბურთო კლუბში დაიწყო. თამაშობდა თბილისის „დინამოში“. 90-იან წლებში კი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა.
მას ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული. რამაზ გოგობერიშვილი სხვადასხვა დროს თამაშობდა „რუსთავში“, საბერძნეთის "პაოკსა" და „მენტში“, პორტუგალიის „ავეიროში“.
საქართველოს სამგზის ჩემპიონმა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. ბოლოს ის საკალათბურთო კლუბ „რუსთავის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო.