Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინის „სერიოზული“ სამშვიდობო წინადადებებისთვის

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, 2024 წლის 18 იანვარი. ზახაროვამ თქვა, რომ მოსკოვი მზად არის განიხილოს „სერიოზული“ წინადადებები უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.

სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ რუსეთი მზადაა, განიხილოს „სერიოზული“ წინადადებები უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ, არსებული „რეალობის“ და რუსეთის უსაფრთხოებაზე შეშფოთების საფუძველზე.

ამის თაობაზე 3 მაისს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მან ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ უკრაინამ პირობა უნდა დადოს, რომ მომავალში სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.

ეს პირობები იმავე შინაარსისაა, როგორზეც უკრაინამ წარსულში ადრე არაერთხელ თქვა უარი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG