Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცის თანახმად, ევროპა კვლავაც გაზრდის უკრაინის დახმარებას, მაგრამ Taurus-ების მიწოდებაზე მან ისევ უარი თქვა


ოლაფ შოლცის აზრით, არაერთხელ გამოსულა უკრაინისთვის გერმანულ-შვედური წარმოების Taurus-ების „არასწორმა გამოყენებამ“ შესაძლოა გერმანია რუსეთთან ომში ჩაითრიოს.
ოლაფ შოლცის აზრით, არაერთხელ გამოსულა უკრაინისთვის გერმანულ-შვედური წარმოების Taurus-ების „არასწორმა გამოყენებამ“ შესაძლოა გერმანია რუსეთთან ომში ჩაითრიოს.

აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცება არ ათავისუფლებს ევროპის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან, განაცხადა ოთხშაბათს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ეს განცხადება მან ბერლინში გააკეთა დიდი ბრიტნეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან მოლაპარაკებების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, შოლცმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას მაინც არ მიაწვდის ფრთოსან რაკეტა Taurus-ს.

გერმანია უკრაინისთვის ამ იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება, ვინაიდან მისი მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია და ის შესაძლებელს გახდიდა სამიზნეების განადგურებას რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის - მოსკოვში.

„კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის მოწონება შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია... პუტინი ცდება, რომ ევროპა და აშშ ბოლოს და ბოლოს მიაგდებენ უკრაინას. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,“ პირობა დადო შოლცმა.

როგორც ვარაუდობენ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კანონს ოთხშაბათს მოაწერს ხელს.

შოლცი არაერთხელ გამოსულა უკრაინისთვის გერმანულ-შვედური წარმოების Taurus-ების მიწოდების წინააღმდეგ. მისი აზრით, რაკეტების „არასწორმა გამოყენებამ“ შესაძლოა გერმანია რუსეთთან ომში ჩაითრიოს.

XS
SM
MD
LG