Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი რამაზ გოგობერიშვილი


რამაზ გოგობერიშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო 90-იან წლებში.
რამაზ გოგობერიშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო 90-იან წლებში.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მოთამაშე რამაზ გოგობერიშვილი გარდაიცვალა დღეს, საკუთარ ბინაში.

ის 52 წლის იყო. რამაზ გოგობერიშვილმა სპორტული კარიერა რუსთავის საკალათბურთო კლუბში დაიწყო. თამაშობდა თბილისის „დინამოში“. 90-იან წლებში კი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა.

მას ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული. რამაზ გოგობერიშვილი სხვადასხვა დროს თამაშობდა „რუსთავში“, საბერძნეთის "პაოკსა" და „მენტში“, პორტუგალიის „ავეიროში“.

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. ბოლოს ის საკალათბურთო კლუბ „რუსთავის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო.

XS
SM
MD
LG