Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონაჟი: პანურგი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“, რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პერსონაჟებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ფრანგული ლიტერატურის სიამაყის, XVI საუკუნის ავტორის, გენიალური ფრანსუა რაბლეს „გარგანტუასა და პანტაგრუელის“ ერთ-ერთ მთავარ გმირზე, განუმეორებელ პანურგზე. როგორც სახელი მიგვანიშნებს („პანურგი“ ძველ ბერძნულად „ყველაფრის მკადრებელს“ ნიშნავს), ეს პერსონაჟი გაქნილობის, ცბიერებისა და უსასრულო განათლების სიმბოლოა. იგი პირველად პანტაგრუელისადმი მიძღვნის წიგნში გვხვდება და პირველივე გამოჩენით თავს არსებული და არარსებული ენების ცოდნით დაგვამახსოვრებს. რა უნდოდა მიტილენეში, კუნძულ ლესბოსის დედაქალაქში პანურგს; როგორ ჩაუვარდა იგი ტყვედ თურქებს; როგორ დაიხსნა თავი ტყვეობიდან; როგორ გამოავლინა თავი „ვაჟკაცმა“ პანურგმა ზღვაზე გრიგალის დროს; რატომ არ მოჰყავდა ცოლი ამ გასაოცარ გმირს, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG